|
2021-05-21 16:54:46, 503 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარი მოეწყო
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო, რის შემდეგაც 4 690 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოები 447 359 ლარით დაფინანსდა. პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების, ინგუშეთის ჩიხისა და გასასვლელის რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. აღნიშნულ დასახლებაში მოსაწესრიგებელი იყო წინამძღვრიშვილის ქუჩა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის გამო, გლდანის რაიონის გამგეობა გზის საფარს ვერ აწყობდა. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა, რის შემდეგაც გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, საგზაო სამუშაოები განეხორციელებინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)