|
2021-05-21 15:01:51, 548 ნახვა
საზოგადოება
პაატა იმნაძის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტირის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა, მათი ყველა ქმედება მიმართული იყო ტურიზმისკენ, რათა საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა ყოფილიყო. „სახმელეთო საზღვრების გახსნაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა და ალბათ, გაიხსნება. ძალიან რთული სიტუაცია იყო სახმელეთო საზღვრებზე ცოტა ხნის წინ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, თურქეთში ფართოდ არის გავრცელებული არა მარტო „ბრიტანული შტამი“, არამედ კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული შტამი“, „ბრაზილიური შტამი“ და „ინდური შტამიც“ არის. მე მესმის ბიზნესის, ტურიზმის ინტერესები, მაგრამ შენს ქვეყანას მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, რომ ყველა ჩვენი ქმედებაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ტურისტულ სეზონზე ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი და უსაფრთხო ყოფილიყო ტურისტებისთვის. რომელი ჭკუათმყოფელი ტურისტი ჩავა ქვეყანაში, სადაც ქვეყანა ინგრევა? აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველა ქმედება მოყოლებული ზამთრიდან გათვლილი იყო იმაზე, რომ მაქსიმალურად შეგვესრულებინა და ქვეყანაში ძალიან მაღალი პიკი არ ყოფილიყო, სამედიცინო სექტორზე ძალიან მაღალი დატვირთვა არ ყოფილიყო, რაც მოგეხსენებათ არ არის ადვილი გასაკეთებელი და ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანა მიმზიდველი ყოფილიყო ტურისტებისათვის უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)