21:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 12:16:32, 431 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარში „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარში „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“  მიიღო მონაწილეობა.

რეგიონული ვებინარის ორგანიზატორი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (FAO REU), FAO-ს საინვესტიციო ცენტრთან თანამშრომლობით.

ვებინარაზე, მონაწილეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების, ჩაის წარმოებაში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები და FAO-სა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტის შედეგები განიხილეს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„საქართველოს, აზერბაიჯანთან ერთად, საბჭოთა ქვეყნების ჩაით მომარაგებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ეკავა. საქართველოში, ჩაის პლანტაციებს 65 000 ჰა-მდე ფართობი ეჭირა. დღეის მდგომარეობით, გვაქვს მთელი რიგი პროექტები, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩაის სექტორის აღორძინება. მომავალ წლებში, აქცენტი ქართული ჩაის ხარისხობრივ ზრდაზე გაკეთდება”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი ინამ ქარიმოვი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, World Bank), შესაბამისი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების და ჩაის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics