02:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 11:11:54, 555 ნახვა

სამართალი
შუახევის მუნიციპალიტეტში, „ლიბერთი ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულებს 9 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები - ა. დ. და ხ.ც. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასჯელის სახედ და ზომად ა.დ.-ს 9 წლით, ხოლო ხ.ც.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს, შუახევის მუნიციპალიტეტში, ძარცვისთვის ნასამართლევი ა.დ. და ხ.ც., დანის დემონსტრირებით და ძალადობით თავს დაესხნენ სს „ლიბერთი ბანკის" მოლარე-ოპერატორს ნ.დ.-ს, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და 7362 ლარი გასტაცეს. 

სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. იმავე დღესვე დააკავეს. ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის), ხოლო ხ.ც.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ა.დ.-ს 9 წლით, ხოლო ხ.ც.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics