|
2021-05-20 21:34:37, 748 ნახვა
რეგიონი
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შუახევის მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებით გაიხსნა
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შუახევის მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიებით გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხაბელაშვილების ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა. მუზეუმის თანამშრომლებს აღნიშნული თარიღი მიულოცა და სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ომარ ტაკიძემ სტუმრებთან ერთად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერა, სადაც დაცულია ყოფისა და ეთნოგრაფიის მასალები, თიხის, სპილენძის, რკინის, ხის საოჯახო ჭურჭელი, არქეოლოგიური, მემორიალური, მუსიკალური, საცნობარო და ფოტო მასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვ. მუზეუმის მნიშვნელობასა და ისტორიაზე, უძველესი კოლხური რკინის მეტალურგიის ისტორიაზე ისაუბრეს ხაბელაშვილების მუზეუმის წარმომადგენელმა და მოწვეულმა სტუმრებმა. ღონისძიებას ომარ ტაკიძესთან ერთად, კულტურის ცენტრის, მოსწავლე ახალგაზრდობის წარმომადგენლები, ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)