|
2021-05-19 15:45:00, 559 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - არც ერთი პროგნოზი არ გაურტყია კობახიძეს და ვერც ახლა გაარტყამს
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდი გაიმარჯვებს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, კობახიძეს არც ერთი პროგნოზი არ გაურტყია და ვერც ახლა გაარტყამს. „არც ერთი პროგნოზი არც კი გაურტყია არასდროს კობახიძეს და ვერც ახლა გაარტყამს. ჯობია, პოლიტიკა ხალხზე ორიენტირებული გავხადოთ და ჩვენი პარტიის ამოცანაც ეს არის. ამის შემდეგ დავთვალოთ ის მხარდაჭერა, ვის რა ექნება ოქტომბერის არჩევნებში. წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე. შემოდგომაზე დავთვლით ვინ რომელ ადგილზე გავა. ვფიქრობთ, რომ მესამე ცენტრის კონცეფცია არის ყველაზე მომგებიანი სტრატეგია. აქედან გამომდინარე, გვაქვს ძალიან ბევრთან დიალოგი, მაგრამ საჯაროდ ამ ყველაფერზე ვისაუბრებ ივლისში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)