|
2021-05-18 19:06:10, 984 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ჭვანის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ჭვანის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა ისაუბრეს ცენტრის საქმიანობაზე, არაფორმალური განათლების გაძლიერებაზე, სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებზე. შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ ახალგაზრდების მნიშვნელოვან პოტენციალს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ახალგაზრდები ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებისა და წარმატებისთვის. ყურადღება გაამახვილა მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე, ინოვაციების ხელშეწყობის აუცილებლობაზე, როგორც არაფორმალური განათლებით, ასევე სხვა მიმართულებით. ახალგაზრდული ცენტრის მიზანია არაფორმალური განათლების გაძლიერება, სოფელ ჭვანაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ასევე ლიტერატურული კლუბი. ეწყობა ფილმის ჩვენება, საჯარო დისკუსიები, თემატური პრეზენტაციები, სალონური საუბრები, გარემოს დასუფთავების და საქველმოქმედო ღონისძიებები. შეხვედრა, მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ომარ ტაკიძესთან ერთად, ღონისძიებას მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)