13:15 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-18 11:51:44, 750 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ის, ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, დარჩა პოლიტიკურ ობსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან

ის, ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს, დარჩა პოლიტიკურ ობსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციის ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, ოპონენტების ნაწილს სურდა, რომ გუშინ დმანისში სიტუაცია დააბულიყო, რათა საკუთარი ქვეყნისა და ინტერესების წინააღმდეგ გადაედგათ ნაბიჯები.

„მესმის, რომ გარკვეულ ნაწილს ჩვენი ოპონენტების სურდა, რომ სიტუაცია დაძაბულიყო, როგორც წესი, ისინი ყოველთვის არიან იმის იმედად, რომ რაღაც დაძაბულობა მოხდება და საკუთარი ქვეყნის და ინსტიტუტების წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეჯიბროთ საქმის კეთებაში, მომავალზე ორიენტირებული გეგმები და პროექტები წარვუდგინოთ საზოგადოებას და ჩვენი ქვეყანა წავიყავნოთ წინ. ის ვინც ქვეყანას უკან ქაჩავს ხედავთ, რომ დარჩა პოლიტიკურ ობსაიდში და ერთმანეთთან ვიზიტებით შემოიფარგლებიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან წარსულზე, ჩვენ მოქალაქეებს ვესაუბრებით მომავალზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics