20:48 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 17:07:04, 568 ნახვა

ეკონომიკა
გურამ გურამიშვილი - ავტორიტეტული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-ი ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზისა და ბიზნეს მოდელის განახლებას განახორციელებს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.).

კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) განაახლებს ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს, ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის  გურამ გურამიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული პროექტია, რასაც აღნიშნული პროგრესიც ადასტურებს. "ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლო შევძლებთ, ინტერესთა გამოხატვის პროცედურის ჩატარებას  უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პროექტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით.

ზემოხსენებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირებას. ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს.

კომპანია MTBS (ნიდერლანდების სამეფო) საზღვაო სექტორში მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა. სანავსადგურო სექტორში მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პორტის განვითარების სტრატეგიებისა და გენერალური გეგმების შემუშავება, ფინანსური ანალიზი, დაფინანსების მოზიდვა, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, ბაზრის ანალიზი, საკონსულტაციო მომსახურება ტენდერის პროცესში და ა.შ.

კომპანიას სანავსადგურე სექტორში მსოფლიოს მასშტაბით აქვს ასობით დასრულებული და მიმდინარე წარმატებული პროექტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics