|
2021-05-17 13:57:37, 992 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა ზუგდიდის გადამდგარ მერს - რაც არ გერგება, არ შეგერგება
ოპოზიციონერი გიგი უგულავა ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ბევრი წვალების, სიყალბის, ძალადობის, ადამიანებე თავზე გადავლის და დანაშაულის შედეგად არჩეული ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გადამდგარა. ის ისედაც რიგგარეშე არჩევნებზე შეირჩა, როცა სანდრა რულოვსი "დაამარცხა". გადადგა, როცა ვადა ისედაც 4 თვეში ეწურებოდა. ჩემი დაკვირვებით ოცნების ზუგდიდის ამალაში ის კიდევ ბევრს სჯობდა. ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ ვიმუშავებო- გვამცნო მან. არადა სხვების დევნაზე არასდროს ხმა არ ამოუღია. როგორც სჩანს ოცნებამ სრული ჯოჯოხეთი მოაწყო პარტიის შიგნით. შენგელიას კი ერთს ვეტყოდი - რაც არ გერგება არ შეგერგება“, - წერს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)