|
2021-05-15 11:10:48, 623 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენ ვეხმარებით და მომავალშიც მხარში დავუდგებით საქართველოს ტურისტულ სექტორს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა შეკვეთილში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარ სასტუმროს „რეზოლუტს" ეწვია და დაინტერესდა, რამდენად მომზადებული ხვდება ის ტურისტულ სეზონს. მიუხედავად იმისა, რომ „რეზოლუტი" ორი წელია, აშენდა, პანდემიის გამო, სასტუმრო ტურისტებს ვერ ემსახურებოდა. შარშან „რეზოლუტში" რამდენიმე თვის განმავლობაში კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებდა, შედეგად, სასტუმროს პერსონალმა კარგად იცის, როგორ მოემსახუროს დამსვენებლებს უსაფრთხოდ და რეგულაციების მკაცრი დაცვით. „მცირე სასტუმრო „რეზოლუტი", სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, გაიხსნა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით. პანდემიის პერიოდში, ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ-სასტუმრო და ახლა ემზადება, ნორმალურ რეჟიმში, ტურისტებს უსაფრთხოდ მოემსახუროს. სასტუმროს უკვე აქვს ჯავშნები როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენი სასტუმრო ინდუსტრია ემზადება, სრულფასოვნად უმასპინძლოს ტურისტებს. ჩვენ მათ გვერდში ვართ, რომ მალე მოხდეს სასტუმრო პერსონალის ვაქცინაცია და ამისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურული საკითხი დროულად გადაწყდეს," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. „ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" კვლავაც მხარში უდგას სასტუმროებს, განსაკუთრებით, მცირე და საოჯახოებს, რათა ისინი მომზადებული დახვდნენ და წლევანდელი ტურისტული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარონ," - განაცხადა ნათია თურნავამ. სასტუმრო „რეზოლუტში" სასტუმროში 33 ნომერია. სასტუმრო 2020 წლის ნოემბერი - დეკემბერში ფუნქციონირებდა როგორც კოვიდ სასტუმრო.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)