15:07 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 12:54:53, 644 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლის თაობაზე პარტიაში კენჭისყრას გამართავს

დიდი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერესა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება.

„საბოლოო ჯამში, კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც იქნება. დიდი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები. რამდენჯერაც უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერ თუ არა იმ შეთანხმების დოკუმენტს ხელს, ახლა ვერ გიპასუხებთ. ეს დოკუმენტი ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვაც ისმის ყველას მხრიდან, მათ შორის ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდან, რომელთაც უკვე ხელი მოაწერეს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მიკვირს, როცა ვინმეს აქვს განცდა, რომ შეიძლება ხვალ ან ზეგ მოვაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამას დასჭირდება მინიმუმ ერთი კვირა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც აუცილებლად შევუთანხმებ სხვა პარტიების ლიდერებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics