18:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 10:38:39, 1283 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვა გასცა.

უწყების განცხადებით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ავტორიზაცია კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„დღევანდელი ქმედება ახალგაზრდა მოსახლეობა კოვიდ 19-ისგან დაცვის შესაძლებლობას იძლევა, რაც გვაახლოებს ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნების განცდასა და პანდემიის დასრულებასთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მარტის ბოლოს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კლინიკურმა კვლევამ, რომელშიც 12-დან 15 წლამდე ასაკის 2 260 პირი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 100%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, გასულ კვირაში Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ავტორიზაცია კანადამ გასცა. კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებად ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics