|
2021-05-10 12:05:54, 867 ნახვა
რეგიონი
აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 11 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან, 2 ფაქტი უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენას უკავშირდება. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში, მოქალაქეებს, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და საკარმიდამო ნაკვეთში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ მოწყობილი. დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი საამქროები დალუქეს. ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 9 სამართალდარღვევა კი, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებია: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში (გუზლიეთი) და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკიბაკოში, მოქალაქეებმა, ჯამში 5 ერთეული წიწვოვანი და წიფლის სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს. ხულოს მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეებმა, ერთ-ერთი სატყეო უბნიდან, უკანონოდ, ტრანსპორტირების წესების დარღვევით გამოიტანეს, წიფლის სახეობის 32 ერთეული და წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული მორი. ჯამში ამოღებულია 48 ერთეული წიწვოვანი და წიფლის სახეობის მორი. აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდეგ კი, რამდენიმე ფაქტის შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)