|
2021-05-09 10:45:02, 556 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ნიკა მელია ტყუილად ბაქიბუქობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც კარგად მიიღო
ნიკა მელია ტყუილად ბაქიბუქობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, დაიჭირეს კიდეც და გირაოც კარგად მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მას გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ არ აინტერესებს. „დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის არასდროს შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და მას ყველა დაემორჩილოს, ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, არც დაბლა. არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქიბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდეც და გირაოც ძალიან კარგად მიიღო “, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)