16:22 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 14:41:46, 613 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - კარგი იქნებოდა, ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ინდივიდიუალურ შეხვედრებს მართავენ.

როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, კარგი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლების მიერ შემუშავებული კანონპროექტი ვეტოს დადებით შეეჩერებინა.

„საუბარი გვქონდა როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ  ცვლილებეზე. გავაცანი ჩემი არგუმენტაცია, თუ რატომ მიმაჩნია სწორი, რომ ვეტოს გამოყენების გზით მოხდეს ამ კანონპროექტის თავიდან განხილვა პარლამენტში და შესაბამის ცვლილებებზე საფუძვლიანი მსჯელობა. ასევე გვქონდა საუბარი შარლ მიშელის შეთანხმების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. უფრო კარგი იქნებოდა, ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა ამ კანონპროექტის შემუშავება და შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწიოს, რომ თავიდან განიხილოს კანონპროექტი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics