16:51 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 15:11:52, 683 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის ეროვნულ თეატრში კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსთაველის თეატრში ცნობილი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს 19:00 საათამდე გაგრძელდება. კახი კავსაძეს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, 1-ელ მაისს, 14:00 საათზე გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში 27 აპრილს გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა. მან 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).

აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი ( „ღვთაებრივი კომედია“ ), თავადი კოწია ( „გუშინდელნი“ ), დევდარიანი ( „საბრალდებო დასკვნა“ ), ილიკო ( „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ), სიმონ ჩაჩავა ( „კავკასიური ცარცის წრე“ ), ლორდ ჰასტინგსი ( „რიჩარდ III“ ), კენტი ( „მეფე ლირი“ ), რასპუტინი ( „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics