16:51 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 13:56:57, 345 ნახვა

საზოგადოება
სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 400 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 400 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“   პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  წარმატებით მუშაობს.

„კიდევ 400 დევნილ ოჯახს სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შევუსყიდით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ და პირველად, ამ სასიკეთო ცვლილებით სწორედ აღნიშნული ოჯახები ისარგებლებენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით,  თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც  მათ  სამთვიანი ვადა მიეცათ.

მიმდინარე წელს  სააგენტო სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჯამში,  იძულებით გადაადგილებულ 1200 ოჯახს განასახლებს.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის: https://idp.gov.ge/news-125/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics