|
2021-04-28 15:33:29, 365 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე: 2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
„2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განახორციელა. განსახლების კრიტერიუმები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და მაქსიმალურად მოერგო დევნილთა საჭიროებებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, პირველი რიგის დევნილებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ დევნა, განსახლების პროცესის დროს მიენიჭებათ პრიორიტეტი და დამატებითი ქულა. „ჩვენ გვაქვს მყარი მიზანი, დავხუროთ ყველა მესამე და მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტი და იქ მაცხოვრებელი დევნილები განვასახლოთ უსაფრთხო პირობებში. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე სრულად დავხურეთ ნგრევადი ობიექტები სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში. სამინისტრო ასევე ზრუნავს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. 2021 წელს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო გარემოში განსახლდება. გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. დასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 350 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. 2020 წლიდან, სააგენტო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრეაციის დახმარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. 2021 წელს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე მიგრანტს გადაეცემა გრანტი,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)