|
2021-04-28 15:32:07, 830 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ერთობლივად შევძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის ინტერესების განხორციელება
პარლამენტში, ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველოში წელს პირველად გაიცა GMP სერთიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უმაღლეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შეფასებას გულისხმობს. „საქართველოში წელს პირველად გაიცა GMP სერთიფიკატი, რომელიც ფარმაცევტული წარმოების ხარისხის უმაღლეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შეფასებას გულისხმობს. სამწუხაროდ, დღეს არსებული მოცემულობით, ქვეყნაში არსებული ფარამაცევტული საწარმოო თუ სადისტრიბუციო გარემოს უმეტესი ნაწილი აღნიშნულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP ინსპექტირების პროცესი გახდება მეტად ინტენსიური, რასაც აუცილებლად მოჰყვება სათანადო პროპორციული ზომები. GMP პრაქტიკის არსებობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, გახდეს „პიკ“-ის გაერთიანების წევრი, სადაც მედიკამენტების ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ქვეყნებია წარმოდგენილი. აღნიშნული გაერთიანების წევრობით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგმება მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის და ამავდროულად გაიზრდება ეროვნული წარმოების მედიკამენტების საექსპორტო შესაძლებლობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ფარმაცევტულ სექტორთან, რათა ერთობლივად შევძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის ინტერესების განხორციელება,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)