|
2021-04-28 15:06:33, 715 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება
იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის შესწავლას - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა. მინისტრის განცხადებით, წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. „ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)