18:26 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 12:22:48, 638 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული

ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამნისტია გულისხმობს პატიებას, დავიწყებას.

„ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, თუკი ამას ვპატიობთ, მაშინ სხვა მასზე უფრო ქვემოთ, ან მისი მსგავსი დანაშაულებიც ხომ უნდა ვაპატიოთ. მთავარი არის ის, თუ სად არის სიმართლე. უნდა შევთანხმდეთ საკითხზე, გვინდა თუ არა ამნისტიით გადავშალოთ ეს გვერდი უახლოესი წარსულით. თუკი შევთანხმდებით და ვიტყვით, რომ კი, გვინდა, მაშინ ჩვენი კანონპროექტია მისაღები. თუკი ვიტყვით, რომ არა - ჩვენ გვინდა, რომ ვიღაცეებს ვაპატიოთ. ეს ამნისტია მხოლოდ იმისთვის არის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, მაგრამ ჩვენ გვინდა სამომავლოდაც წამოვაძახოთ ერთმანეთს ის სხვადასხვა ეპითეტები, რომლებიც უკვე ორი წელია გვესმის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics