|
2021-04-27 17:53:55, 761 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი გიორგი რურუას შეწყალებაზე - ეს არის შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი
ეს არის შეთანხმების პირველი და ძალიან ნათელი შედეგი, - ასე აფასებს პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებას. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ძალიან ბევრი აკრიტიკებდა და იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, სკეპტიკოსები მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. მანვე დასძინა, რომ გრძელდება მუშაობა, რათა მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია გათავისუფლდეს. „პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლმაც მივიღეთ ეს გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, დღეს როდესაც ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ვითხოვთ წელიწადნახევარია, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და დავხუროთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა და შემდეგ არცევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე, ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი ვადამდელი არჩევნებით ხელისუფლების შეცვლით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)