|
2021-04-27 16:05:42, 713 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - კრიზისის დასაძლევად საჭიროა ნორმალიზაცია და ჩემი საქართველოში ჩამოსვლა
„კრიზისის დასაძლევად საჭიროა ნორმალიზაცია და ჩემი საქართველოში ჩამოსვლა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა მიეცეს სამშობლოში დაბრუნებისა და მხარდამჭერებთან შეხვედრის უფლება „პარლამენტში ოპოზიციური პარტიებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის შესვლა, იმ ფონზე, რომ ჯერ კრიზისი არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. პოლიტიკური კრიზისი გადალახვა მოგვცემს შესალებლობას, გადავლახოთ უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების. ამისთვის საჭიროა, რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დაუყოფნებლივ იყოს გათავისუფლებული. ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე და იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა და არის კანონიერი. შემდეგ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ნამოხვანის აქტივისტების, გიორგი მუმლაძის და ასე შემდეგ. და მესამე მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვიდე ჩემ ქვეყანაში და მქონდეს საშუალება შევხდე ჩემ ამომრჩეველს. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია საჭირო, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში. დღეს ყველა არის გაქცევაზე, არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი და ეს ჩვენ უნდა შევცვალოთ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა. მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგეს თავის ვიწრო პარტიულ ინტერსებზე მაღლა. მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდზე, მიუხედავათ იმისა თუ რას გადაწყვეთ თქვენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)