|
2021-04-26 10:23:52, 595 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე, დღეის მდგომარეობით, 57 039 პირია დარეგისტრირებული
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე, დღეის მდგომარეობით, 57 039 პირია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს რამდენიმე ვაქცინიდან მხოლოდ სამის არჩევა შეუძლიათ. მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მსურველთა უმრავლეოსობას - 54 560 პირს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. 26 132 „მოდერნას“ ირჩევს. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის მსურველთა რაოდენობა 10 949-ს შეადგენს. „ჯონსონი და ჯონსონი“ – 7 471-მა პირმა აირჩია. „ნოვა ვაქსის“ მსურველთა რიცხვი 5 127-ია. 3 017 პირს „სინოფარმით“, 680-ს კი „სინოვაკით“ აცრა სურს. როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ამასთან, მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინებს შორის არჩევანი გააკეთონ. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა 18 წელზე უფროს მოსახლეობას შეუძლია.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)