18:30 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 15:24:03, 1168 ნახვა

სამართალი
ნიკა მელია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

როგორც მელიამ აღნიშნა, 29 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს სუს-ის თანამშრომლებმა, მერიის ზედამხედველობის თანამშრომლებთან ერთად, 3 საათის განმავლობაში ერთ-ერთ თანამშრომელს თავისუფლება შეუზღუდეს, ოთახში გამოამწყვდიეს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. 

„ამ დანაშაულებრივ პროცესს თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობდა შსს სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაჩი ჯაფარიძე, რომელიც გახლავთ მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო მის დირექტივებს საკრებულოს შენობაში ასრულებდა არჩილ ბებიაშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და მიცემულ იქნას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში. სახეზე არის უმძიმესი დანაშაული, სადაც როგორც მერიის მაღალჩინოსნები, ასევე შსს-ს მაღალჩინოსნები არიან გარეული. მე პირადად, თავიდან ბოლომდე ვაპირებ მივყვე ამ საქმეს, სანამ ყველა ის მოძალადე, რომელიც დასაქმებულია მერიის სამსახურებში, არ აგებენ სათანადოდ პასუხს, მათ შორის ვიცე მერი მარგიშვილი, რომელიც ასევე თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს ამ პროცესს. იგი გახლავთ საატესტაციო საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. მე ვფიქრობ, ეს არის უკვე საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დღევანდელმა პროკურატურამაც ვერ დაუხუჭოს თვალი და მიეცეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics