23:29 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 22:45:13, 716 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - სავარაუდოდ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ

„სავარაუდოდ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ“, - ამის შესახებ ინფრექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია გააჩნია ვაქცინების შესახებ და ამიტომ ვაქცინაცია ნელი ტემპით მიდის.

„სამი რამის ბრალია, როდესაც ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით მიდის.

არაინფორმირებულობის, არასწორი ინფორმირებულობის, როდესაც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და მესამე ის სამწუხარო შემთხვევა, რაც მოხდა. ეს შემთხვევა იყო სუფთა დამთხვევა.

მე ცალსახად ვიტყვი და მზად ვარ შევხვდე ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ რომ გვაქვს ასეთი სამედიცინო სისტემა, ძალიან ბევრს არ აქვს.

სად არის უცხოეთში ასეთი გამართული სისტემა?! უცხოეთებში ვაქცინაცია კეთდება, მაღაზიებში, მანქანებში და ა.შ.

ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics