|
2021-04-23 22:36:02, 820 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასა და 20 ივნისის ამნისტიას შორის არავითარი კავშირი არ არის
„ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასა და 20 ივნისის ამნისტიას შორის არავითარი კავშირი არ არის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გირაო რომც გადაეხადა, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა. „ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასა და 20 ივნისის ამნისტიას შორის არავითარი კავშირი არ არის. გირაო რა არის? გირაო არის აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ამნისტია არის ის, რომ ადამიანებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეხსნებათ. ნიკა მელიას გირაო რომც გადაეხადა, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა. დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს და რომ ნებისმიერი საშუალება უნდა გამოიყენონ, რომ საბოლოო შედეგი დადგეს. ნიკას მორალურ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი და ეს ძალიან კარგად მინდა განმვმარტო. სასამართლო პროცესზე ნიკამ თქვა, რომ მისთვის გირაო მიუღებელია და გავრილოვს გირაოს არ გადაუხდის და ასევე მიუღებელია ამნისტიაც, რადგან ამ ამნისტიაში ყვებიან ძალიან მძიმე დამნაშავეები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)