|
2021-04-23 17:41:05, 566 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები. მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიმართულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია EIB-ის მონაწილეობა ენერგეტიკული უსაფრთხოების, მუნიციპალური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში. ფინანსთა მინისტრმა ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, რითიც შესაძლებელი გახდა ძირითადი სამედიცინო ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა. როგორც EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც დაფინანსების, ისე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)