|
2021-04-23 14:09:00, 766 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო Eurodesk-ში გაწევრიანდა
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა. გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა, 32 დამსწრე ქვეყნიდან ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელში საქართველოს გაწევრიანებას, რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს. Eurodesk არის ევროკავშირის საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ევროპის მასშტაბით, ახალგაზრდების სასწავლო მობილობის, დასაქმების, სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების, მოხალისეობის, ტრენინგების, გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ შესაძლებლობებსა და რესურსებს აერთიანებს. ქსელში გაწევრიანება ნიშნავს ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების გამარტივებულ წვდომას ევროპულ შესაძლებლობებთან განათლების, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში. Eurodesk-ი საქმიანობას წარმართავს 35 ქვეყანაში წარმოდგენილი ეროვნული ოფისებისა და 1 600 მულტიპლიკატორის მეშვეობით (ახალგაზრდული ცენტრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, სტუდენტური ასოციაციები ა.შ). საქართველო იქნება 36-ე ქვეყანა, სადაც Eurodesk-ი ეროვნული ოფისის სახით იქნება წარმოდგენილი და რომლის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან და Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრთან ერთად. საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს. (იხილეთ Eurodesk-ის ოფიციალური განცხადება https://eurodesk.eu/2021/04/22/georgia-new-member-of-the-network/ )
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)