20:39 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 13:04:47, 613 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - მივესალმები „ლელოს“ ინიციატივას, მაგრამ ამ ეტაპზე მიუღწეველი მგონია

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ლელოს“ ინიციატივა რომ ევროპარლამენტარები ნიკა მელიას თავდებში ჩაუდგებიან, მიუღწეველია.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იმაზე მეტის დათმობას არ აპირებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით დათმო.

„ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და ისინი არ დაუშვებენ იმას, რომ კიდევ ახალი ლეგიტიმაცია მოხდეს ნიკა მელიასი, როგორც პოლიტიკური პატიმრის. უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს იმაზე მეტის დათმობას, რაც დათმო შარლ მიშელის დოკუმენტით. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე მგონია, რომ ამ ეტაპზე, ეს მიუღწეველია“, - განაცხადა პაატა  მანჯგალაძემ.

 ცნობისთვის, პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარები მზად არიან, რომ ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics