|
2021-04-21 10:57:30, 674 ნახვა
კომენტარი
ლაშა ხუციშვილი - მიღწეულმა შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში
მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, - ამის შესახებ საკუთარ Facebook-ზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წერს, რომელიც მმართველ ძალისა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება. „მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით და ძალისხმევით გაფორმდა მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის. ერთმნიშვნელოვნად, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ, ვფიქრობ, ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას. მადლობა საქართველოს მეგობრებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, კარლ ჰარცელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ამ შეთანხმების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", - აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)