|
2021-04-20 19:52:17, 844 ნახვა
კომენტარი
ნინო ლომჯარია - პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც
„პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ დროულად უნდა მიიღოს გადაწვყვეტილება. „მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ისევ იმ პოზიციაზეა, რაც ჰქონდა გირაოს საკითხთან დაკავშირებით. ჩემი შთაბეჭდილება ასეთია, რომ მას არ შეუცვლია ჯერჯერობით პოზიცია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ ან რა შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ ეს პოზიცია შეიცვალოს. ის თვლის, რომ გირაო არ ყოფილა ამ შეთანხმების საგანი და არ ყოფილა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული. ასევე, საუბრობს იმაზე, რომ მასთან არ ყოფილა გირაოს საკითხთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები მხარეების მხრიდან. ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია, გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი. თუ ხელშეკრულება დადებულია იმისთვის, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, ეს გადაწყვეტიულება შეუძლიათ, ძალიან თავისუფლად გააკეთონ. მე და ნიკა მელიას ამის შეცვლა არ შეგვიძლია, თუმცა ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)