23:11 - 01 Aug, 2026
|
2021-04-18 20:39:08, 863 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს
შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43 %-ზე ნაკლებს მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე გამოაქვეყნა. „2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ვალიდური პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს“, - ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში. შეგახსენებთ, რომ ახალი პაკეტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს გადაეცა, შეხვედრაზე კი "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მივიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)