|
2021-04-18 11:32:02, 724 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ამერიკელი ინვესტორები ჩვენს მიერ შერჩეულ სტარტაპებს 500,000 აშშ დოლარის ოდენობით დააფინანსებენ
ამერიკელმა ინვესტორებმა შექმნეს ფონდი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენს მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ხელმოწერამდე მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აშშ - ის სენატორმა მინესოტადან 2003 – 09 წლებში ნორმ კოულმანმა (Norm Coleman) - მა. ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე. „ჩვენი პოლიტიკა მიმართულია სტარტაპებისა და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნისკენ. პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრი გრანტი გაიცა ახალგაზრდა ნიჭიერ სტარტაპერებზე, რომლებმაც განავითარეს არაერთი ინოვაციური იდეა და პროექტი, რომელთაც ყურადღება მიიპყრეს ყურადღება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც, მათ შორის, აშშ-ში, სილიკონ ველიზე. ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და 4 ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ სილიკონ ველიზე. მათ ერთობლივად შექნეს ფონდი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენს მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება. მათი შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები სილიკონ ველიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, რომელზე ხელმოწერაც აშშ - ში, სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გამართულ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და TECH Friends of Georgia - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს სტარტაპ - ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები თანხმდებიან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუწიონ ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს, რაც ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საჭირო რესურსებსა და ფინანსებზე წვდომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)