|
2021-04-14 21:14:55, 669 ნახვა
კომენტარი
იან კელი - ანაკლიის პორტის პროეტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო
„ანაკლიის პორტის პროეტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია, საქართველო და უკრაინა არ გახდნენ ნატოს წევრი ქვეყნები. „რა არის რუსეთის მიზანი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, მათ შორის, უკრაინისთვის - მე ვფიქრობ, მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ საქართველო არ იღებს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას, არ ხდება NATO-ს და ევროკავშირის წევრი. მე ასევე შეშფოთებული ვიყავი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, როდესაც ანაკლიის პროექტი შეაჩერეს. ვფიქრობ, თუ შეხედავთ, თუ ვინ იგებს ამ გადაწყვეტილებით, რომ შავ ზღვაში არ აშენდეს ღრმაწყლოვანი პორტი, ეს რუსეთია. მე შეშფოთებული ვიყავი, ეს პორტი, ვფიქრობ, გაზრდიდა NATO-ს შესაძლებლობას, რომ კავშირი ჰქონოდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან, მეტი გემები ეწვეოდნენ, ეს ნამდვილად უზრუნველყოფდა დასავლეთის კუთხეს სამხრეთ დერეფნის კასპიის ზღვის ენერგიისთვის. მე ვფიქრობ ანაკლიის პორტის პროეტის შეჩერება რუსეთისთვის ნამდვილად ხელსაყრელი იყო“, - განაცხადა იან კელიმ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)