|
2021-04-14 19:52:34, 780 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ოპოზიციას
„არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ოპოზიციას“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ გიორგი გახარიას გუნდი ოპოზიციონერობაზე განაცხადებს პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გასცენ პასუხი. „სანამ რაღაც ოპოზიციონერობაზე განაცხადებენ პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირველი, ამ რეჟიმის შეფასება, როგორ შეფასებას აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს, როგორ შეფასებას აძლევს ყველა იმ გავლილ წლებს, როდესაც თვითონ იყო პრემიერი, მათ შორის, მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს, ადამიანების დარბევაზე. თუ მას არ გაუცია ეს ბრძანება, მაშინ რატომ არაფერი არ თქვა?! შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ისიც და მისი გუნდის წევრებიც კონკრეტულად, ადეკვატურ შეფასებას დაიმსახურებენ საზოგადოების მხრიდან, მხოლოდ შეიძლება პოლიტიკურ განზომილებაში მასზე საუბარი. ახლა, ჩემთვის, არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დღეს დატოვა „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს არც ოპოზიციას და არც მსგავს ოპოზიციურ პარტიასთან მიახლოებულს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)