|
2021-04-14 14:20:49, 791 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდვითარება ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღევანდელი ეპიდვითარება ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, შემთხვევების მატების გამო დაწოლა ჯანაცვის სისტემაზე უფრო სერიოზულია. 50-70-80%-ში, ბოლო მონაცემებით, ძირითადი წამყვანი არის ე.წ ბრიტანული შტამი. „ეპიდსიტუაცია სერიოზულად დაძაბული რჩება, განსაკუთრებით იძაბება ჩვენს ირგვლივ, გუშინ თურქეთმა სერიოზული „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, ასევე შემთხვევათა მატებაა ჩვენს მომიჯნავე ქვეყნებში, აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ ჩვენთანაც შემთხვევების მატებაა. დილისთვის გვაქვს ცოტა ნაკლები, ვიდრე გუშინ იყო შემთხვევა, მაგრამ 1 000-ზე ზემოთ ვართ და პირველადაა, რომ ეს ორი დღე 1 000-ს ავცდით, ამიტომ ეს ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. შემთხვევების მატების გამო დაწოლა ჯანაცვის სისტემაზე უფრო სერიოზულია. 50-70-80%-ში, ბოლო მონაცემებით, ძირითადი წამყვანი არის ე.წ ბრიტანული შტამი, რაც ქვეყანაში ცირკულირებს და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, სხვა იმ მიზეზებს შორის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, შემსუბუქებების ეტაპზე, რომ იქნებოდა ზრდა, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე ეს ზრდა იყოს მართვადი და იყოს იმ ფარგლებში, რომ შედარებით ადვილად იმართოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)