|
2021-04-08 11:04:38, 784 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - ნიკანორ მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძლედეს მისი პატიმრობაში ყოფნა
ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი, თავად ნიკა მელიას მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მისი პატიმრობაში ყოფნა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა განაცხადა. როგორც პროკურორი აღნიშნავს, ნიკა მელიას საქმეში მოიპოვება მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც უტყუარად ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც გამოყენებული იქნება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე. „საქმეს მოეპოვება არა ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და მათ ორგანიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში განხორციელდა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც უტყუარად ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას და ყველა ეს მტკიცებულება იქნება გამორკვეული სასამართლო წინაშე. ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. დაცვის მხარე, ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიართულად შეცდომაში შეყვანას და იძახის, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა. რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიზლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა, არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი“, - განაცხადა პროკურორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)