13:02 - 22 Jul, 2026
|
2021-04-06 15:50:25, 769 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს, რისკების თავიდან აცილების მიზნით, ის თვითიზოლაციაში გადადის. „აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს”, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)