14:11 - 22 Jul, 2026
|
2021-04-05 10:32:54, 617 ნახვა
საზოგადოება
ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად სარემონტო სამუშაოები შიდა ქართლში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)