|
2021-04-04 14:40:54, 770 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ გოლეთიანი - გავშლით კარვებს, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ეკონომიკის მინისტრზე მეტად პასუხისმგებელი პირი არ გამოჩნდება
"ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, გაშლიან კარვებს და პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ეკონომიკის მინისტრზე მეტად პასუხისმგებელი პირი არ გამოჩნდება მისი განცხადებით, პოლიციასთან დაპირისპირება არ იგეგმება და მსგავს ქმედებებს ემიჯნებიან. "პოლიცია ამბობს, რომ აუცილებლად გამოიყენებს წყლის ჭავლს და იმ საპოლიციო ძალებს, რომელიც დღეს აქ არის მობილიზებული, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ პოლიციასთან დაპირისპირებას და ასეთი გზით კორდონების გარღვევას. ვაცხადებ, რომ მსგავს რამეებს ვემიჯნებით და ვაპირებთ გავშალოთ კარავი. გაჩნდება პროტესტის მეორე კერა რიონის ხეობაში, სანამ არ გამოჩნდება იმაზე მეტად პასუხისმგებელი პირი ვიდრე არის ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)