14:15 - 22 Jul, 2026
|
2021-04-03 13:17:14, 623 ნახვა
საზოგადოება
„ვოლსკის სამართლის კოდექსი“ - მოძრაობა „შეცვალემ“ საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქტივისტ ნიკა ფარულავას პროცესის პარალელურად აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის უხამს ჟესტს აპროტესტებდნენ. სიმბოლურად, მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ, „გია ვოლსკის სამართლის კოდექსი“, რომელიც ხუთი მუხლისგან შედგება. აქტივისტები ვოლსკის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ცნობისთვის, გუშინ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენა. იმავე აქციაზე პოლიციამ 13 აქტივისტი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)