03:02 - 02 Aug, 2026
|
2021-04-03 11:13:47, 718 ნახვა
პოლიტიკა
„სირცხვილია“ - პოლიცია პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ გვაძლევს
პოლიცია პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ გვაძლევს, - აღნიშნულ განცხადებას მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს. „სცენას არ გვადგმევინებენ პარლამენტთან. ჯერ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს გვინდოდა, გზას არ კეტავდა. პოლიციამ უარი თქვა - პარლამენტის მხარეს გადადითო. გადავედით და 2 წუთში აღმოჩნდა, რომ არც აქ შეიძლება სცენის დადგმა. პარლამენტის წინ ვართ და გელოდებით! სცენა უნდა დაიდგას!", - აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები ე.წ კომენდატის საათის მოხსნის მოთხოვნით მსვლელობას გამართავენ, რომელიც სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიწყება და ბოლოს, 18:00 საათზე პარლამენტთან გადაინაცვლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)