|
2021-04-02 13:19:29, 1053 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ფართო „ლოქდაუნი“ არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში ფართო „ლოქდაუნის“ დაწესება არ იგეგმება. როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, ქვეყანაში საყურადღებოა ეპიდვითარება, რომელიც შეინიშნება კონკრეტულ რეგიონებში. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში მოსალოდნელია ადგილობრივი, მცირე და წერტილოვანი შეზღუდვები. „ამ ეტაპზე, ნამდვილად არ იგეგმება ფართო „ლოქდაუნი“, უფრო მეტიც, ამ ეტაპზე, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან გვესმის ყველას, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის, ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად, მნიშვნელოვანია მცირე, ადგილობრივი, წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც მიმდინარე პროცესში კეთდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება, ეს აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარია ლოკალიზაცია ადგილზე ეპიდემიის გავრცელების. ჯერჯერობით ჩვენ ცვდილობთ, რომ ლოკალიზაცია მოდებს ამ გზებით, შემდეგ როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ჩვენ რომ ეპიდემიას ესკალაციის საშუალება მივცეთ, ამ ეტაპე არის დაუშვებელი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)