|
2021-04-02 13:02:45, 519 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს კოორდინატორს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) კოორდინატორს, ნეჯლა დემირდაროს შეხვდა. ამის შესახებ ინფრომაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნეჯლა დემირდარომ სატყეო სექტორში თანამშრომლობის, მათ შორის, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (APAD) ერთად, საქართველოში ხანძრის ლიკვიდაციის და პირველადი დახმარების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების სურვილი გამოთქვა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სატყეო სექტორში შესაძლებლობების გაძლიერება. გამოცდილების გაზიარება სპეციალისტებს მავნებლებთან ბრძოლაში და ტყის ხანძრების პრევენციის მიმართულებით ძალიან დაეხმარება”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. მინისტრის მოადგილემ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ტრენინგები მეცხოველეობისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ჩატარდა. ასევე, ნინო თანდილაშვილმა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი ამ სფეროში მოწინავე ქვეყანაა, შესაბამისად, დარგის განვითარებისთვის თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)