03:09 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 12:27:58, 822 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს რეალური საფრთხე დაემუქრა

პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ევროპარლამენტარების განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიცია პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ამ განცხადებაში ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩადებული, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს. დემოკრატიულ ოპოზიციაში არასდროს არ გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ.

ძალიან კარგად მახსოვს, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები, რომელიც, პრაქტიკულად, ასე დაიწყო. ძალიან კარგად მახსოვს სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც აკისრებდნენ ხელისუფლებას და ეს პასუხისმგებლობა როგორ დასრულდა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება საქართველოში არ გვსურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა, შესაძლოა საქართველოს 60 მილიონი ევროს დახმარება შეუჩეროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics