03:10 - 02 Aug, 2026
|
2021-04-02 10:41:46, 535 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და საზღვრისპირა სფეროებში თანამშრომლობის ინტენსიურ გაგრძელებაზე. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის შეხვედრების გამართვის დინამიურობის აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)