00:22 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 18:00:22, 955 ნახვა

რეგიონი
ახალგაზრდობის სააგენტომ, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის მიმართულების ფარგლებში, რიგით მე-12 შეხვედრა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართა

ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართლების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და ნაბიჯები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით  გადაიდგა. 

შეხვედრას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევა ჩატარდა,  რაც მოიცავს ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლას, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. სწორედ აღნიშულ კვლევას ეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს.

შეხვედრა სტარტეგიის დოკუმენტზე ორდღიანი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომელსაც ახალგაზროდობის სააგენტოს მოწვეული ექსპერტი წარუძღვება. მასში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უშუალოდ ახალაგზრდები იქნებიან  ჩართულნი.

გარდა ამისა, რეფორმის ხსნებული მიმართულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურის ორი წარმომადგენელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკად“ გადამზადების 4 ეტაპიან კურსს გადის.

სააგენტოს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით ადგილზე მოხდა არსებული ახალგაზრდული საბჭოს განახლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics