|
2021-03-31 11:29:00, 519 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო პროგრამის II სამუშაო ჯგუფის გაფართოებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გარემოსდაცვითი პროგრამის „ეკოსერვი“ ხელმძღვანელი კრისტიან გონერი, CENN -ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობარულ დონეზე იზრდება ტყეზე და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება; შესაბამისად, აუცილებელია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, ალტერნატიული რესურსების მოძიება და შემდგომ მათი განვითარება. „საქართველოს მთავრობა, უშუალოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურ მუშაობას იწყებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ალტერნატიული ენერგოსაწვავის განვითარების მიმართულებით. კლიმატის მწვანე ფონდის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთვის 33 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოყოფის შესახებ. აღნიშნულის ფარგლებში, განხორციელდება პროექტი, რომლის უმთავრესი მიზანია ტყის მდგრადი მართვის პრინციპის დანერგვა - ტყის მრავალმიზნობრივი სარგებლობის ჩამოყალიბება. პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) როლი უდიდესია პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება შეამცირებს მოთხოვნას მერქნულ რესურსზე, ხელს შეუწყობს ტყის მდგრად განვითარებას. ამიტომ, სამთავრობო სტრუქტურებმა თუ სამეცნიერო წრეებმა, ხელი უნდა შეუწყოს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას. შეხვედრაზე GIZ პროექტის ECOserve-ის (ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში) და CENN-ის (ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის) პროექტების ფარგლებში კოორდინირებულად განხორციელებული საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს. ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის კოორდინაცია და მხარდაჭერა. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. NFP-ის პროცესის მხარდამჭერია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN).
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)